NDI-ის კვლევა

NDI: საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება - 45%

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მიმდინარე წლის ნოემბრის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. გამოკითხულთა 45% თვლის, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, აპრილის გამოკითხვაში მაჩვენებელი 37% იყო.

31% ფიქრობს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება, ხოლო 18% - სწორი მიმართულებით ვითარდება.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 17 ნოემბერი - 7 დეკემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1881 ადამიანი. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები