CNBC-ის ინფორმაციით, NASA კოსმოსში საკვების მოყვანის შესაძლებლობათა გაზრდაზე მუშაობს. ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსის სააგენტო პერუს კარტოფილის ცენტრთან ერთად უკვე მუშაობს ისეთი კარტოფილის გამოყვანაზე, რომელიც მარსის პირობებს გაუძლებს.
NASA-მ პერუში უკვე შექმნა ლაბორატორია სათბური, რომელში არსებული ნიადაგისა და ტემპერატურის პირობებიც მარსის გარემოსთან მაქსიმალურად არის მიახლოებული. მარსის ატმოსფეროს 95% ნახშირორჟანგისგან შედგება, რაც მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ მასში მცენარეთა გაზრდა რეალისტურია.
მარსის პირობებში მოსავლიანი კარტოფილის მეშვეობით, NASA-ს და პერუს კარტოფილის ინსტიტუტის თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ მსგავსი კარტოფილი დედამიწაზე არსებულ რთულ კლიმატურ პირობებსაც გაუძლებს და მსოფლიოს სურსათზე მოთხოვნის უკეთ დაკმაყოფილბაში დაეხმარება.
NASA-მ წელს მარსზე წლის არსებობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. NASA-ს აღმოჩენით, მარსზე ზაფხულის თვეებში წყალი კრატერის კედლებსა და კანიონებში მიედინება. აღმოჩენა მარსზე სავარაუდო სიცოცხლის არსებობის ალბათობას ზრდის.