ზამთარი 2016

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 5 იანვრიდან დათბება

გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსები დღეს აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში თოვლის შენარჩუნებას ელოდებიან. ღამით იქნება ყინვაც. რაც შეეხება თბილისს, დღეს ღამით მოსალოდნელია -7გრადუსი.

„დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნარჩუნდება თოვლი. ღამის ტემპერატურა ისევ მინუსებში იქნება, ხოლო დღისით დასავლეთში იქნება 1-დან 6 გრადუსამდე, აღმოსავლეთში კი -2-დან +3 გრადუსამდე.  თბილისში დღეს ღამით -7გრადუსს ველოდებით და ხვალ 0-მდე იქნება ტემპერატურა. შედარებით დათბება უკვე 5 რიცხვიდან, მაგრამ მინუსი ისევ იქნება. დაბალი ტემპერატურა მაღალ მთაში -21 გრადუსამდეც იქნება“ - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსი დავით ლოლაძე.

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 5 იანვრიდან დათბება

კომენტარები