ზღვის დაბინძურება

შავი ზღვის ფეკალიებით დაბინძურებისთვის ლიბერიულ გემს სანქცია დაეკისრა

გარემოს დაცვის სამინისტრო

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, ლიბერიის დროშით მცურავი გემი გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა საქართველოს ტერიტორიული წყლები ფეკალიებით დააბინძურა.

გემის კაპიტანს 65 000 ლარიან ჯარიმასთან ერთად, დაეკისრა გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობის ანაზღაურებაც.

ლიბერიის დროშით მცურავი გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ჯარიმის და გარემოსთვის მიყენებული ზიანის გადახდის შემდეგ დატოვებს.

კომენტარები