თავდასხმა ტაბულას ჟურნალისტებზე

ტაბულას ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო

ირაკლი კიკნაველიძე

კოტე აფხაზის ქუჩაზე, რესტორან ჭაშნაგირში ტელეკომპანია ტაბულას ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, ცემის ფაქტზე დაიწყო. 

როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

რესტორან ჭაშნაგირში ტელეკომპანია ტაბულას ჟურნალისტებს უცხო პირები თავს დღეს საღამოს დაესხნენ. მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

კომენტარები