აფეთქება სტამბოლში

თურქეთში რუსეთის 3 მოქალაქე ISIS-თან შესაძლო კავშირის გამო დააკავეს

Reuters

თურქეთში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით რუსეთის სამი მოქალაქე დააკავეს. მანამდე სტამბოლში თვითმკვლელმა თავი აიფეთქა, რომელმაც 10 ადამიანი იმსხვერპლა.

გუშინ თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას, რომელიც თურქეთში, სავარაუდოდ, სირიიდან შემოვიდა, 9 გერმანელი და პერუელი ტურისტი ემსხვერპლა. ამას გარდა, დაშავდა 15 ადამიანი. ოფიციალურმა თურქეთმა თავდასხმები ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს დაუკავშირა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებს შესაძლოა, სწორედ გუშინდელ თავდასხმასთან ჰქონდეთ კავშირი. ბრალდებულები მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში დააკავეს, რომელიც თურქეთში მეორე დღეა მიმდინარეობს. რეიდების შედეგად ამ ეტაპზე 60-მდე ადამიანია დაკავებული.

კომენტარები