პრემიერი და პრეზიდენტი

პრემიერი: პრეზიდენტის გამოსვლა აღარ უნდა იყოს მითქმა-მოთქმის საგანი

რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში, მე მგონია, რომ საერთოდ ეს საკითხები აღარ უნდა იყოს რაღაც მითქმა-მოთქმის და დღის მთავარი თემების საგანი. მე მგონია, რომ საქართველოში არსებობს ინსტიტუციები და მათ უნდა იმოქმედონ ისე, როგორც ინსტიტუციებს შეეფერება და აქ პიროვნული ურთიერთობები უნდა გადავდოთ გვერდზე. ვფიქრობ, ეს ასე უნდა იყოს. იმისთვის, რომ დავამშვიდოთ სიტუაცია, მაქსიმალურად დავწიოთ პოლიტიკური ტემპერატურა და კონცენტრირება მოვახდინოთ გაცილებით უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლაზე.

კომენტარები