სააპელაციო სასამართლო

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე: კონსტიტუციაში წერია, რომ ქრისტიანები ვართ

"ღმერთმა დაგლოცოს" გამო ადამიანებს სამსახურიდან არ უშვებენ. ზოგადი ცნებებით მე ვერ ვიგებ, რაში გამოიხატებოდა მისი არაკვალიფიციურობა და შეუსაბამობა. თქვენთვის ფამილარული რა არის? ჩემთვის "ღმერთმა დაგლოცოს" არ არის ფამილარული, მოსამართლე ვარ და ჩვენთანაც არის ეთიკის წესები, მაგრამ "ღმერთმა დაგლოცოთ" ქრისტიანულ სამყაროში მიღებულია და ეს კონსტიტუციაში წერია, რომ ქრისტიანები ვართ და ასულია კონსტიტუციის დონეზე რელიგია და ვერ ვიგებ, რაზე მესაუბრებით თქვენ. 

ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატები პროკრედიტ ბანკიდან გათავისუფლებული თანამშრომლის პროცესზე, სააპელაციო სასამართლოში 21 დეკემბერს ჩაწერილ აუდიომასალას ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, მოსამართლე ბესარიონ ტაბაღუა ამბობს, რომ ქრისტიანობა საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფო რელიგიაა. ახალგაზრდა ადვოკატების განმარტებით, ჩანაწერი თბილისის სააპელაციო სასამართლოდან პროკრედიტ პანკიდან გათავისუფლებულის ადვოკატმა არჩილ კაიკაციშვილმა გამოითხოვა.

კომენტარები