ჩვენ არ ვსაუბრობთ, რომ სექსუალური უმცირესობები უნდა იდევნებოდნენ. ჩვენ მოვითხოვთ, რომ არ დაკანონდეს ერთსქესიანთა ქორწინება. ყოფილ პრემიერს ჰქონდა ინიციატივა, კონსტიტუციაში გაკეთებულიყო ჩანაწერი, რომ ოჯახი არის ქალისა და კაცის ერთობა. ჩვენ ვითხოვთ, მოქმედი მთავრობის წევრებმა დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია ამ საკითხზე და ასევე გაჩნდეს ჩანაწერი, რათა სამომავლო პროვოკაციები იქნას თავიდან აცილებული. მე, როგორც მთავრობის წევრი, პირველ რიგში, მთავრობისგან ვითხოვ პოზიციის დაფიქსირებას. ასევე მაინტერესებს კოალიციაში შემავალი სუბიექტების პოზიცია. რაც შეეხება იმას, ღიად თუ რომელი პოლიტიკური პარტია უჭერს მხარს, ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ე.წ. თავისუფალი ინსტიტუტის ფრთა – გიგა ბოკერიას და ლევან რამიშვილის ხელმძღვანელობით.
tbl.ge/djh
დაკოპირდა
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე და მოძრაობა ეროვნულების თავმჯდომარე სანდრო ბრეგაძე საქართველოში ერთნაირ სქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ გამოდის. მან დღეს პრესკონფერენცია გამართა. ციტატას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ამავე თემაზე
- ბაიდენი ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაცვის კანონს ხელს მოაწერს
- აშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონი ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინების ფედერალურ აღიარებაზე
- ტაივანში პირველი გეი ქორწინებები შედგა - ფოტოები
- ტაივანში ერთნაირსქესიანთა ქორწინება ლეგალური გახდა
- ქალი ოკლაჰომადან ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწილებს მათი მშობლების ნაცვლად ესწრება