არჩევნები გარდაბანში

რატიანი: დაშინებით გაიმარჯვეს ერთგან, მაგრამ 73 ოლქში წარმატებას ვერ მიაღწევენ

როგორც ჩვენ ყველამ ვნახეთ, ხელისუფლებამ გამოიყენა ყველა მეთოდი - ადმინისტრაციული რესურსი, სუს-ი, დაშინება, ზონდერები, ჩხუბები უბნებზე, ამ ყველაფრით მათ წარმატება მოიპოვეს ერთ ოლქში, თუმცა, ოქტომბერში იქნება 73 ოლქი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, მოქმედებაში გვენახა ხელისუფლება, ჩვენ ვნახეთ და ვნახეთ, რომ მას აქვს მხოლოდ ნეგატიური კამპანია, ფაქტობრივად, დაპირებებსაც აღარ აძლევენ ადამიანებს, რადგან ამისი აღარავის სჯერა. ზემოქმედებით, ადმინისტრაციული რესურსით, დაშინებებით, ჩხუბით მათ მიაღწიეს ერთ ოლქში წარმატებას, მაგრამ 73 ოლქში ისინი წარმატებას უბრალოდ ვერ მიაღწევენ და ოქტომბერში მათ ელით სერიოზული დამარცხება. ამ ეტაპზე მე ვისურვებდი, რომ დარჩენილ დროს მათ რამე მაინც გაეკეთებინოთ ადამიანებისათვის

საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი გარდაბნის რიგგარეშე არჩევნებზე.

კომენტარები