ე.წ. ღორის გრიპით, H1N1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა დასავლეთ საქართველოში მოხდა. სპეციალისტები გარდაცვალებას დაგვიანებულ მკურნალობას უკავშირებენ.
შედეგად, ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვლილთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა. კიდევ ერთი პაციენტი კი H3N2 გრიპს ემსხვერპლა.