ახალი ტფილისი

პრემიერი: ჩვენ ყველამ ერთად ეს ქვეყანა უნდა ავაგუგუნოთ

ქალაქს შეემატება ახალი ტურისტული მარშრუტები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა შენობაზე, რომელიც აღდგება, გამოკრული იქნება კალენდარი, თუ რა ვადაში დამთავრდება თითოეული შენობა. მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. თბილისს ვუსურვო განვითარება, დინამიზმი, იმისთვის, რომ ცხოვრება გახდეს უფრო საინტერესო, იმედისმომცემი. ხვალინდელი დღის იმედი მივცეთ ადამიანებს, და საერთოდ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ყველამ ერთად ეს ქვეყანა უნდა ავაგუგუნოთ და დღეს, აქ, აღმაშენებლის გამზირზე იწყება ეს პროცესი.

თქვა ინტერპრესნიუსის ცნობით, პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის მერიის ახალი პროექტის "ახალი ტფილისის" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები