მედია თურქეთში

სტამბოლში 5 შეიარაღებული ნიღბიანი პირი გაზეთების რედაქციებს თავს დაესხა

aa.com.tr

თურქეთის ქალაქ სტამბოლში 5 შეიარაღებული ნიღბიანი პირი გაზეთების, Yeni Şafak-ისა და Yeni Akit-ის რედაქციებს თავს დაესხა. Daily Sabah-ის განცხადებით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. თავდამსხმელებმა ჯერ მოლოტოვის კოქტეილი, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს.

The Media Association-ის განცხადებით, რომლის წევრიც Yeni Şafak-ია, თავდასხმებს გამოხატვის თავისუფლების წართმევის მცდელობად აფასებს.

კომენტარები