შემთხვევა ზუგდიდში

სოფელ ურთიდან გაუჩინარებული სამივე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

სოფელი ურთა

ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთიდან გაუჩინარებული სამივე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ცხედრებს სოფელ ნარაზენში მიაგნეს. ამ ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამივე პირი ბიზნესმენია.

სამი მამაკაცი სოფელ ურთიდან 10 თებერვალს გაუჩინარდა. შსს-ში მომხდარზე ჯერჯერობით არ საუბრობენ.

კომენტარები