საქართველო-ირანი

დღეიდან, ირანთან დაწესებული სავიზო რეჟიმი გაუქმდა

საქართველოს მიერ ირანისთვის დაწესებული სავიზო რეჟიმი დღეიდან, 15 თებერვლიდან გაუქმდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ირანის ელჩის მოადგილე მოჰსენ ქებრიაიმ განუცხადა. ელჩის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ ირანთან უვიზო რეჟიმის გაუქმების შედეგად შეფერხდა ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა და ეკონომიკური ურთიერთობები.

"ზოგადად, ეკონომიკური ურთიერთობა ვითარდება მაშინ, როდესაც ხალხთა შორის არის თავისუფალი მიმოსვლა, როდესაც ინვესტორი თავისუფლად შემოდის და თავის სასურველ სფეროში აბანდებს კაპიტალს, იწყებს ეკონომიკურ საქმიანობას. უვიზო რეჟიმის გაუქმებამ ასახვა ჰპოვა საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვაზე. თუ 2012-13 წლებში სავაჭრო ბრუნვა 200 მილიონი დოლარის ფარგლებში იყო, დღეს 130 მილიონამდეც არაა. თუმცა, ამის გამოსწორება შეიძლება, იმიტომ რომ საქართველოს და ირანს აქვთ პოტენციალი სავაჭრო ბრუნვა გაზარდონ", - განაცხადა მოჰსენ ქებრიაიმ. 

კომენტარები