რუსეთი სირიაში საავადმყოფოების დაბომბვის შესახებ ბრალდებას უარყოფს. თავდასხმებში მას თურქეთი და სხვა ქვეყნები ადანაშაულებენ.
"მათ, ვინც ამგვარ განცხადებებს აკეთებს, არ შესწევთ უნარი საკუთარი განცხადება გაამყარონ მტკიცებულებებით", - ამბობს კრემლის წარმომადგენელი დმიტრი პესკოვი.
საავადმყოფოებსა და სკოლაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმებისას, აჯანყებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სირიის სამხრეთში 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
გაეროს განცხადებით, საავადმყოფოებსა და სამედიცინო ერთეულებზე გამიზნული თავდასხმა სამხედრო დანაშაულია.