დღეს ვილაპარაკე, როგორც „კოალიცია ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა. ამ თემას ჩვენ განვიხილავთ კოალიცია „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოზე და თუ მობრძანდება იქ ბატონი გოგი თოფაძე, გაგვცეს პასუხი, რას ნიშნავს მისი ეს ქმედებები, რას ნიშნავს საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება იმაში, რომ არჩევნები გაყალბდა. მე მივმართე მრეწველებს, მოგეხსენებათ მრეწველთა ფრაქციაში ორი ადამიანი არის „ქართული ოცნების" წევრი, მკაფიოდ გაემიჯნონ ფრაქციის თავმჯდომარეს ან მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება. მივმართე ზურაბ ტყემალაძესაც, როგორც ფრაქციის ხელმძღვანელს, რომ რა პოზიციაზე არის ეს პარტია. პასუხისმგებელმა პირებმა უნდა გასცენ პასუხი კოალიციას, კოალიციის პოლიტსაბჭოზე. აქ არ არის რომელიმე პარტიის პრობლემა, ეს არის საქართველოს თავდაცვის მინისტრზე მასირებული შეტევის შემადგენელი ნაწილი. თოფაძე არ არის მარტო. თუ პარლამენტში მხოლოდ ის არის, პარლამენტს გარეთ არიან სხვები. ეს გეგმა ალბათ არ არის მხოლოდ საქართველოში დაწერილი, ამიტომ, ასეთ ვითარებაში ბუნებრივია მე ვიცავ ჩემს ხელისუფლებას და ვიცავ ჩემი ქვეყნის თავდაცვის მინისტრს.
tbl.ge/wt2
დაკოპირდა
დავით ბერძენიშვილი ეხმაურება გოგი თოფაძის ბრალდებებს თინა ხიდაშელის მისამართით, რასაც პარლამენტში დაპირისპირება მოჰყვა
ამავე თემაზე
- ეს ყველაფერი წაიღეთ სამართალდამცველ სტრუქტურებში - კობახიძე ძალადობის ამსახველ ვიდეოზე
- ზრდილობის ხსენებაზე მიშველაძემ კობახიძეს დიტო სამხარაძის გინება ჩაურთო
- ღუდუშაური მოქალაქეს: შე ჩმორო, შენი დედას შევე*ი
- ოცნების დეპუტატი: არ გამოდის ოჯახი მამაკაცისა და ქალის გარეშე
- საკრებულოში ოცნების დეპუტატი: ღირსებით, გაუ*იმავი კაცებით ვივლით ევროპისკენ