რეკლამა

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში ფონდების მოძიების შესახებ ტრენინგი იწყება

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი ფონდების მოძიების და პროექტული განცხადების შედგენის შესაებ ახალ ტრენინგს იწყებს. ტრენინგი განკუთვნილია მათთვის, ვინც მუშაობს არასამთავრობო სექტორში, ან არის პროექტების მენეჯერი, დირექტორი თუ სამეთვალყურეო საბჭოს მრჩეველი და სურს, მიიღოს გამოცდილება ფონდების მოძიების საკითხში.

ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან, თუ როგორ უნდა შეადგინონ გამართული საპროექტო განაცხადი დონორებისთვის და რა ეტაპებს გადის საპროექტო განაცხადი დაფინანსების მოპოვებამდე. როგორ ხდება ფონდების მოძიება და ბიუჯეტის შედგენა. ტრენინგზე დიდი დრო დაეთმობა პრაქტიკული დავალებების შესრულებას. მონაწილეები ნიმუშის სახით შეადგენენ კონცეფციას, პროექტის განაცხადს და ბიუჯეტს.

ტრენინგზე დარეგისტრირების მსურველებს, შესაძლებლობა აქვთ [email protected]ზე გაგზავნონ რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი ან დარეგისტრირდნენ შემდეგ მისამართზე: www.bog.edu.ge. ტრენინგის ხანგრძლივობაა 3 დღე. ტრენინგზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 29 თებერვალი.

კომენტარები