2008 წლის აგვისტოს ომი

ხიდაშელი: ომის დროს საქართველომ ჩვენი თანამოქალაქეების უფლებები დაარღვია

თამარ ხიდაშელი
ქართული ოცნება

რესპუბლიკელი დეპუტატი თამარ ხიდაშელი აცხადებს, რომ 2008 წლის ომის დროს საქართველოს სახელმწიფომ "ჩვენი თანამოქალაქეების უფლებები დაარღვია". ხიდაშელმა კომენტარი სტრასბურგის სასამართლოში 2009 წელს შეტანილ სარჩელზე - ალან სიპოლსი საქართველოს წინააღმდეგ - გააკეთა. რუსეთის მოქალაქის  სარჩელში საქართველოს ბრალად ედება ცხინვალის დაბომბვის დროს რუსეთის მოქალაქეების განზრახ მკვლელობა. სიპოლსს სასამართლოში წარმოადგენდა ორგანიზაცია Russian Justice Initiative-ის წარმომადგენელი რ. ლემეტრი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ს. ჯაფარიძე. 

"მე ვიყავი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, როდესაც ეს საქმე [სიპოლსი საქართველოს წინააღმდეგ, 2008 წლის ომის შემდეგ] გაიგზავნა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. მაშინაც ამ პოზიციაზე ვიყავი და დღესაც შესაბამის პოზიციაზე ვრჩები, რომ ამ შემთხვევაში [აგვისტოს ომის დროს] საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ადგილი ჰქონდა ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დარღვევას. მე ვფიქრობ, რომ ადამიანის უფლებებს ეთნიკურობა არა აქვს, შესაბამისად, ეს საქმეები ნამდვილად იყო გასასაჩივრებელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და დღესაც მოუთმენლად დაველოდები ამ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანას" - განაცხადა საგარეჯოს მაჟორიტარმა დეპუტატმა.

კომენტარები