მეშახტეობა განსაკუთრებით სახიფათო პროფესიებში შედის. მარტო 2007 წლიდან დღემდე 14 ადამიანი დაგვეღუპა. ჩვენ უნდა შევცვალოთ შრომის კოდექსი და ავამაღლოთ უსაფრთხოების ნორმები. როდესაც ჩვენ მოვალთ, უფრო მეტი მაღაროები გაიხსნება და გაცილებით მეტი დასაქმება მოხდება ამ დარგში. ჩვენ მაღალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ მაღაროებს ავამუშავებთ და რაც მთავარია, ხელფასი გექნებათ ადამიანური და არა ის, რასაც დღეს იღებთ თქვენ. კოდექსიც იქნება ადამიანური და მორგებული იქნება თქვენს ინტერესებზე. როგორც დღეს მუშაობენ მაღაროელები, მიუღებელია. ძალიან სწრაფად, უახლოეს დროში და პირველ რიგში ჩვენ შემოვიტანთ მაღალ ტექნოლოგიებს, უსაფრთხოს და ნორმებში ჩამდგარ ტექნოლოგიებს, ასე იქნება 1 ოქტომბრიდან, როდესაც ჩვენ მოვალთ და დავიწყებთ ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და გაცილებით მეტი ადამიანი დასაქმდება, მე ამას გპირდებით.
tbl.ge/9l
დაკოპირდა
ბიძინა ივანიშვილი, ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანია, 2012 წლის 28 აგვისტო, ტყიბული.
ამავე თემაზე
- ტყიბულელმა მეშახტეებმა 17 დღიანი გაფიცვა შეწყვიტეს
- ჩაფიძე: ტყიბულის შახტების კონსერვაცია მიუღებელია
- გელენიძე: პრობლემების გამო, ტყიბულის შახტის გარკვეული კონსერვაცია მოხდება
- ნოდია: რა უფლებით იღებენ მემარცხენეები გადაწყვეტილებებს მაღაროელების მაგივრად?
- სახალხო დამცველი: სოციალური აფეთქების ზღვარზეც კი შეიძლება მივიდეთ