ოსკარები 2016

ოსკარები 2016-ის გამარჯვებულები ცნობილია

ლეონარდო დი კაპრიო

ოსკარები 2016-ის დაჯილდოება ჰოლივუდში, დოლბის თეატრში ამ წუთებში სრულდება. წლევანდელი გამარჯვებულები:

საუკეთესო ფილმი - ყურადღების ცენტრში

აღნიშნულ ნომინაციაზე ასევე წარდგენილი იყო - "რევენანტი", "შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა", "ბიგ შორთი", "ჯაშუშთა ხიდი", "ბრუკლინი", "მარსელი" და "ოთახი."

საუკეთესო რეჟისორი - ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ (რევენანტი)

ნომინაციაზე ასევე წარდგენილი იყვნენ - ტომ მაკარტი (ყურადღების ცენტრში), ჯორჯ მილერი (შეშლილი მაქსი:მრისხანების გზა), ლენი აბრაჰამსონი (ოთახი) და ადამ მაქეი (ბიგ შორთი).

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - ლეონარდო დი კაპრიო (რევენანტი)

აღნიშნულ ნომინაციაზე ასევე წარდგენილი იყვნენ - ბრაიან კრენსტონი (ტრამბო), მაიკლ ფასბინდერი (სტივ ჯობსი), ედი რედმეინი (დანიელი გოგო) და მეთ დეიმონი (მარსელი).

საუკეთესო მსახიობი ქალი - ბრი ლარსონი (ოთახი)

აღნიშნულ ნომინაციაზე ასევე წარდგენილი იყვნენ - ქეით ბლანშეტი(ქეროლი), სირშა რონანი(ბრუკლინი), ჯენიფერ ლოურენსი(ჯოი) და შარლოტ რემპლინგი(45 წელი).

მეორეხარისხოვანი როლი, მამაკაცი - მარკ რაილენსი (ჯაშუშთა ხიდი)

ნომინაციაზე ასევე წარდგენილი იყვნენ - სილვესტერ სტალონე (ქრიდი), ტომ ჰარდი (რევენანტი), მარკ რუფალო (ყურადღების ცენტრში) და ქრისტიან ბეილი (ბიგ შორთი).

მეორეხარისხოვანი როლი, ქალი - ალისია ვიკანდერი (დანიელი გოგო)

ნომინაციაზე ასევე წარდგენილი იყვნენ - ჯენიფერ ჯეისონ ლი (საძულველი რვა), ქეით უინსლეტი (სტივ ჯობსი), რეიჩელ მაკადამსი (ყურადღების ცენტრში) და რუნი მარა (ქეროლი).

ანიმაციური ფილმი - თავდაყირა

ნომინაციაზე ასევე წარდგენილი იყვნენ - ანომალიზა, ბიჭუნა და სამყარო, ცხვარი შონი და როდესაც მარნი იყო ჩემთან.

ოსკარების 88-ე დაჯილდოების გამარჯვებულთა სრული სიის ხილვა ოფიციალურ საიტზე შეგიძლიათ.

კომენტარები