სტრასბურგის სასამართლო

ბესელია: ევა გოცირიძეს სამეცნიერო ნაშრომები აქვს, სამართლის დოქტორია

ევროსასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კონკურსის პირველი ეტაპი იყო საკმაოდ გამჭვირვალე და ღია. კომისია იყო ძალიან მრავალფეროვანი და მასში მონაწილეობდა ყველა ის ინსტიტუცია, რომელიც უნდა იყოს ჩართული ამ ტიპის შერჩევის პროცესში. საბოლოო შედეგებით, ევა გოცირიძე ხუთეულში მოხვდა, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ევროსასამართლოსთან მუშაობის ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, სამეცნიერო ნაშრომებით, სამართლის დოქტორია, სწორედ ამ მიმართულებით მიშაობდა და ისევე, როგორც სხვა კანდიდატებმა, დააგროვა იმდენი ქულა, ხუთეულში წარმოდგენილია ქალბატონი გოცირიძის კანდიდატურა.

ქართული ოცნების წევრი ეკა ბესელია სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატად ევა გოცირიძის დასახელებაზე.

კომენტარები