სტრასბურგის სასამართლო

ნაცვლიშვილი გოცირიძეზე: ხელისუფლების მხრიდან სრული თვითლუსტრაცია მოხდა

გუშინ მოხდა სრული თვითლუსტრაცია, როდესაც როგორც აღმასრულებელი, ასევე საპარლამენტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძალიან მაღალი შეფასებები მისცეს კანდიდატ გოცირიძეს. მათ ამით სრულად გაიზიარეს ის პასუხისმგებლობა, რომელიც მას აკისრია, როგორც საბჭოს წევრს, იმ არასწორი და უკანონო მოქმედებების გამო, რამაც სასამართლო სისტემა შეიყვანა ჩიხში. სწორედ ეს აჩვენებს, რომ ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად კი არ მოქმედებდნენ საბჭოს წევრები, პირიქით, ისინი ასრულებდნენ, როგორც ჩანს და როგორც ჩვენ ვამბობდით, დავალებას და ამ დავალების შესრულება მათ კარგად უნდა დაუფასდეს. სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან გაგრძელდება ეს პროტესტი, შეიძლება, პროტესტმა მიიღოს გაცილებით უფრო სერიოზული ფორმები. და ძალიან მინდა დავიტოვო იმედი, რომ ეს ამბავი არ გასცდება საქართველოს ფარგლებს და არ გახდება საჭირო ასამბლეისთვის მიმართვა სამოქალაქო საზოგადოების სახელით.

საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა ხუთეულში ევა გოცირიძის მოხვედრაზე.

კომენტარები