ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ალექსი პეტრიაშვილის დაკითხვა შეწყვიტეს

ალექსი პეტრიაშვილის დაკითხვა შეწყდა. რუსთავი 2-ის ცნობით, ამის მიზეზი თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. პეტრიაშვილს სიცხემ აუწია, რის გამოც, გამომძიებლები იძულებულები გახდნენ, დაკითხვა შეეჩერებინათ.

ადვოკატისთვის მასალები ჯერ არ გადაუციათ. უცნობია, როდის განახლდება დაკითხვის პროცესი. 

თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი რამდენიმე დღის წინ, საბურთალოს სასაფლაოზე დაჭრეს. მას ორი ოპერაცია დასჭირდა. შსს-მ გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

კომენტარები