არა გაზპრომს

აქცია "არა გაზპრომს" დაიწყო

აქცია "არა გაზპრომს"
Tabula

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქცია "არა გაზპრომს" დაიწყო. აქციას ცოცხალი ჯაჭვის სახე აქვს. მონაწილეები ჯაჭვს მთავრობის კანცელარიიდან რუსეთის საელჩომდე გამართავენ. აქციაში, პოლიტიკოსების გარდა, მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ საზოგადოების ზეწოლამ მთავრობა აიძულა, ფაქტობრივად უარი ეთქვა გაზპრომის გავლენის ზრდაზე, თუმცა ეს საქმე ბოლომდეა მისაყვანი. აქციის ერთერთი მთავარი მოთხოვნაა, საქართველო არ დათანხმდეს გაზპრომის მოთხოვნას სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურის მონეტარიზაციის შესახებ. ვიცეპრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა გუშინ თქვა, რომ გაზპრომთან ურთიერთობას საქართველო ძველი პირობებით გააგრძელებს - ტრანზიტის სანაცვლოდ გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ს მიიღებს. თუმცა, კალაძისვე თქმით, შეთანხმება ჯერ გაფორმებული არ არის. რამდენიმეთვიანი მოლაპარაკება გაზპრომთან უახლოეს ხანებში ხელმოწერით უნდა დასრულდეს.

 

"არა გაზპრომს"

არა გაზპრომს


ფოტო: Tabula

 

 

კომენტარები