ნენსი რეიგანი

ამერიკის ყოფილი პირველი ლედი ნენსი რეიგანი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

americanheritage1.com

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედი ნენსი რეიგანი 2016 წლის 6 მარტს 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახის წარმომადგენლის თქმით, რეიგანის გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა. 

რეიგანების ოჯახის ოფიციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, ნენსი რეგანს კალიფორნიაში რონალდ რეიგანის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ეზოში, მისი მეუღლის, რონალდ რეიგანის გვერდით დაკრძალავენ. 

ნენსი რეიგანი სანამ პირველი ლედი გახდებოდა მსახიობი იყო, ის წლების მანძილზე ამერიკის ტელემსახიობთა გილდიის პრეზდენტიც იყო. 

კომენტარები