ყოველი ადამიანი უნდა ეძებდეს გაჭირვებულ ადამიანს. ჩვენი შვილები უნდა გავზარდოთ მოწყალების სულისკვეთებით. მე მაქვს სურვილი, რომ ჩვენმა მრევლმა ვიყიდოთ სახლი და ეს სახლი გაჭირვებული ადამიანებისთვის მოვაწყოთ თავშესაფრად. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ინტელიგენციას, ჩვენს მწერლებს, მხატვრებს, ხელოვნების მუშაკებს, რომელთაც არ შეუძლიათ თხოვნა და არ შეუძლიათ ვაჭრობა. მათ უნდა დავეხმაროთ და უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ გამოვიდნენ სტრესისგან. თქვენ ყველას გევალებათ, შევაგროვოთ ფული, ვიყიდოთ ასეთი სახლი, სადაც მივიღებთ გაჭირვებულ ადამიანებს. ის, რაც გაეცი, შენია და დაგხვდება, ის გაცხონებს და ის დაგეხმარება. შენი მოწყალება, როგორც ანთებული სანთელი, გაგიძღვება წინ და მიგიყვანს სასუფეველში. მრავალი ადამიანი მინახავს, რომელიც მოწყალებას აძლევდა და ბედნიერად დამთავრდა მათი ცხოვრება.
tbl.ge/4fh
დაკოპირდა
პატრიარქი ილია მეორე გუშინდელ ქადაგებაზე.
ამავე თემაზე
- ილია II: ჯოჯოხეთი გამოვიარეთ – იმედია, შევძლებთ, დავძლიოთ სირთულეები, რაც ჩვენს წინაშეა
- ილია II: ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უფალთან შესახვედრად
- ილია II: ლოცვა დავწერე, რომ უფალმა სიმშვიდე მოგვცეს, წაიკითხეთ სახლში, სამსახურში, ტაძარში
- ილია II: ამდენი მსხვერპლი სასჯელია თუ ლოცვა-კურთხევა? არაფერი ხდება ღვთის გარეშე
- ილია II: ჩვენმა ბავშვებმა, ახალგაზრდებმა დაწერონ ლოცვები, თხოვნები და წიგნად გამოვცემთ