ჩერგოლეიშვილი: სავჩენკოს ეს მდგომარეობა თავისუფალი სამყაროს სირცხვილია

ნადია სავჩენკოს ფაქტი გაცილებით მეტს ამბობს დასავლეთზე, ვიდრე რუსეთზე. სავჩენკოს ეს მდგომარეობა, ჩემი აზრით, თავისუფალი სამყაროს სირცხვილია. იმიტომ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში თავისუფალმა სამყარომ ვერ შეიგნო, რა ენაზე უნდა ელაპარაკოს რუსეთს. ჩარლზ კრაუტჰამერს ჩემთან ინტერვიუში ერთხელ ვკითხე, რატომ არის რუსეთი საფრთხე, როდესაც სამხედრო, ეკონომიკური ძლიერების თვალსაზრისით ერთმნიშვნელოვნად ჩამორჩება ყველა განვითარებულ ქვეყანას და მიპასუხა, რომ ძლიერება არ იზომება მხოლოდ ობიექტური რიცხვებითო, ობიექტური რიცხვები უნდა გადაამრავლო მზადყოფნაზე, რომ ძალა გამოიყენოო. პუტინი მზად არის, რომ ძალა გამოიყენოს. ვფიქრობ, სავჩენკოს შემთხვევა შეიძლება, იქცეს ერთგვარ გამოფხიზლებად. სავჩენკოს მაგალითი კარგად აჩვენებს, როგორი საზიზღარია პუტინი და როგორი უსუსურია დასავლეთის პოლიტიკა ამ ეტაპზე მის წინააღმდეგ და რამდენად მეტია გასაკეთებელი.

ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი გადაცემა თეორემაში.

კომენტარები