პენტაგონის ანგარიში

პენტაგონი: რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევას

ამერიკის თავდაცვის სამინისტროს ახალ ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთი აგრძელებს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის სუვერენიტეტის დარღვევას და საფრთხეს უქმნის ბალტიისპირელ მეზობლებს.

ანგარიშში წერია, რომ ე.წ. ცივი ომის შემდეგ რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობაში პროგრესი შეინიშნებოდა, თუმცა, რუსეთს ბოლო წლების განმავლობაში საერთაშორისო წესრიგის დარღვევა სურს.

ასევე, ანგარიშის თანახმად, რუსეთი, თავისი ქმედებებით, სირიაში სამოქალაქო ომისა და ექსტრემიზმის გამწვავებას უწყობს ხელს.

ამავე ანგარიშში ამერიკა აფრთხილებს რუსეთს, რომ მზადაა, დაიცვას საკუთარი ინტერესები და მოკავშირეები.

"ნათლად გვსურს, განვმარტოთ, ამერიკა არ ცდილობს ცივ ან ცხელ ომს რუსეთთან. ჩვენ არ გვსურს, რუსეთი იყოს მტერი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგს ასე ეჩვენება. თუმცა, ნუ შეგეშლებათ - ჩვენ დავიცავთ ჩვენს ინტერესებს, მოკავშირეებს, საერთაშორისო წესრიგს და პოზიტიურ მომავალს. ამის გამო, ამერიკა, რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, ძლიერ და დაბალანსებულ სტრატეგიულ მიდგომას იყენებს: ვაძლიერებთ როგორც პარტნიორებს, ასევე ჩვენს თავს, მათ შორის, ბიუჯეტში ინვესტიციების სახითაც. რუსეთს ვაძლევთ შესაძლებლობას, თუ ის ამას აირჩევს, ისევ შეუერთდეს საერთაშორისო საზოგადოებას და იმუშაოს ჩვენთან ერთად იქ, სადაც ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა", - აღნიშნულია დოკუმენტში.

კომენტარები