დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

დღეს, მსოფლიო დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს

დღეს, 21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს. 2016 წელს ამ დღესთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლების კამპანია მიმდინარეობს სლოგანით - "ჩემი მეგობრები, ჩემი გარემოცვა", რაც დღევანდელი ბავშვისა და მომავალი ზრდასრულისთვის ინკლუზიური გარემოს მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ეს დღე უმთავრესად საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდისთვის დააწესა.

"გაეროს გენერალური ასამბლეა რეზოლუციით მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, ხელი შეუწყონ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, მათ შორის ოჯახის დონეზე. გაეროს გენერალური მდივნის წლევანდელ მიმართვაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) დღის წესრიგის ფარგლებში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მნიშვნელოვან როლზე, რამაც საზოგადოებას უნდა უბიძგოს პროგრესისკენ", - წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები