აფეთქება ბრიუსელის აეროპორტში

ბრიუსელის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა

ბრიუსელის აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ ორი აფეთქება მოხდა. მიმდინარეობს აეროპორტის ევაკუაცია. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქება გამგზავრების დერეფანში მოხდა.

ბელგიური მედიის ცნობით, არიან დაშავებულები. დაღუპულებზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ 4 დღის წინ ბრიუსელში პარიზის ნოემბრის ტერაქტების მთავარი ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი დააკავეს.

კომენტარები