საპარლამენტო არჩევნები 2016

მეჭიაური: მაჟორიტარული არჩევნები უფრო დემოკრატიულია, ვიდრე პროპორციული

ზოგიერთებს სურთ, წარმოაჩინონ, რომ მაჟორიტარული არჩევნები არადემოკრატიულია და მაინცდამაინც პროპორციულია დემოკრატიული. მითხარით, დამისახელეთ ქვეყანა, სადაც არ არის მაჟორიტარული არჩევნები. რაღა მაინცდამაინც საქართველოში აკრძალავდა ვენეციის კომისია ახლა მაჟორიტარულ არჩევნებს, როცა ყველგან ყვავის ეს და პირიქით, ვითარდება. მაჟორიტარული არჩევნები უფრო მეტად დემოკრატიულია იმდენად, რამდენადაც იქ პიროვნებას თვითონ ხალხი ირჩევს და არა ვიღაცის ავტორიტეტის გამო. ჩაუბამენ ბუქსირზე და შეიყვანენ ხოლმე პარლამენტში.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე.

კომენტარები