ქართველები ავღანეთში

ქართველი სამხედროები ავღანეთში გაემგზავრნენ

თავდაცვის სამინისტრო

ქართველი სამხედროები ავღანეთში გააცილეს. ცერემონიალი ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონი, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის ასეული, ასევე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისა და ეროვნული გვარდიის ოცეულები გაემგზავრნენ.

ქართველი სამხედროები "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილეობისთვის საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გააცილეს.

კომენტარები