ლარის კურსი

მეჭიაური: ვიძახდი, ქადაგიძე არის საფრთხე, რატომ არ ამბობთ, ჭკვიანი ხარო?

სულ ვიძახდი ამას, რომ ქადაგიძე არის საფრთხე და მისი ყოფნა ხელს უშლიდა ლარის გამყარებას. წავიდა და დაემთხვა, ხომ? რატომ არ იძახით, რომ "ჭკვიანი კაცი ხარ, ამას რომ იძახოდი?". არ მაქვს წვდომა იმაზე, რომ ეს მტკიცებულებით ფორმაში გადავიტანო, მაგრამ თავის დროზე ვითხოვდი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რადგან ეს შეეხო საქართველოს, ფაქტობრივად, ყველა მოსახლეს, გარდა პატარა ჯგუფის, რომელმაც ამით ფული იშოვა. ამაზე საგამოძიებო კომისია უნდა შექმნილიყო. ქადაგიძის აზრს რომ ემთხვეოდა პრეზიდენტის ვეტო, რომ დაემთხვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ეს ყველაფერი ერთად ლარის კურსს რომ აფუჭებდა, რატომ არ დასვით საკითხი იმაზე, რომ ესენი რაღაც საეჭვოდ, ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს იღებენ სინქრონში, ერთმანეთთან შეხმატკბილებულად

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი თამაზ მეჭიაური ლარის კურსზე.

კომენტარები