რესპუბლიკური პარტია კოალიციაში

შარაშენიძე: რაც მოხდა, რესპუბლიკელებმა თავის თავს უნდა დააბრალონ

თუ არ ჩავთვლით რამდენიმე პოზიტიურ და ნორმალურ ფიგურას, მათ შორის კვირიკაშვილს, შეიძლება ვთქვათ, რომ სამოსნების ხელში აღმოვჩნდით. კარგი ის არის, რომ სამოსნები პოლიტიკაში დიდხანს ვერ დარჩებიან. არ მგონია, ბიძინა ივანიშვილისთვის რესპუბლიკური პარტიის მოშორება მაინცდამაინც დამაზარალებელი იყოს. რაც შეეხება დასავლეთს, აშკარად ეს საქმე გადააბარეს კვირიკაშვილს და მის პატარა გუნდს. ოცნებას ყველა ვარიანტში ურჩევნია, არჩევნებზე რესპუბლიკელების გარეშე გავიდეს. რესპუბლიკელებმა, რაც მოხდა თავის თავს უნდა დააბრალონ. ასე კარგად ისინი არც ყოფილან და ეჭვი მაქვს, რომ არც იქნებიან არასოდეს. როგორც ჩანს, ზედმეტი მოინდომეს. ეს გამოიხატა ქალბატონი თინა ხიდაშელის ინტერვიუში. საბოლოო ჯამში მიიღეს ის, რომ ახლა გავლენ ცალკე. რამდენს აიღებენ, ცალკე რომ გავლენ, ეს არის საკითხავი. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ქართული ოცნების პარტიის სინდისი დამშვიდებულია. 

საზოგადოებრივ საქმეთა უნივერსიტეტის პროფესორი თორნიკე შარაშენიძე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში

კომენტარები