დევნილთა აქცია

სუბარი: დევნილებს მილიონჯერ განვუმარტეთ, რომ ვალდებული არიან, გადაიხადონ

წეროვანში, აბსოლუტური უმრავლესობა იხდის გადასახადებს, მათ დავეხმარეთ იმაში, რომ დაგროვილი დავალინება გადავუნაწილეთ მრავალ წელზე, ეს არის ზოგისთვის ერთი წელი და ზოგისთვის 10 წელი, იმის მიხედვით, ვინ რამდენი დააგროვა. 15 ლარს იხდიან თვეში მხოლოდ, ეს არის ძალიან დიდი შეღავათი სოკარის მხრიდან. მაგრამ ვერ იქნება განსხვავებული ერთი კონკრეტული დასახლება და ამ კონკრეტულ დასახლებაში მაცხოვრებელი რამდენიმე ან რამდენიმე ათეული ადამიანი ქვეყნის დანარჩენი მოსახლეობისგან, დანარჩენი დევნილებისგან და იმ დევნილებისგან, რომლებიც ამავე დასახლებაში იხდიან. მათ მილიონჯერ აქვთ განმარტებული, რომ ვალდებული არიან, გადაიხადონ.

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ტაბულას კითხვაზე, რომელიც დევნილი მოსახლეობის კომუნალური გადასახადებისგან გათავისუფლების შესახებ ქართული ოცნების დაპირებას ეხებოდა.

კომენტარები