ტერორიზმი

თურქეთში აფეთქებას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 47 კი - დაშავდა

DHA Photos

თურქეთის ქალაქ ჰანიში, რომელიც ძირითადად ქურთებით არის დასახლებული, აფეთქება მოხდა. დანაღმული მანქანა პოლიციის ბაზას დაეჯახა. აფეთქების შედეგად დაიღუპა 1 სამხედრო, 47 ადამიანი კი დაშავდა.

შემთხვევის ადგილი ამ დრომდე ბლოკირებულია. ადგილზე 20-ზე მეტი სასწრაფო დახმარების მანქანაა მობილიზებული.

ოფიციალური მონაცემებით, 47 დაშავებულს შორის 39 სამხედროა, 8 კი - მშვიდობიანი მოქალაქე. ყველა მათგანი უკვე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა სამართალდამცველები მომხდარში ქურთების სახალხო პარტიას ადანაშაულებენ.

კომენტარები