დიდი და წმიდა კრება

კონსტანტინოპოლი: ქართველი მამები ძირს უთხრიან წმიდა და დიდ კრებას

დაბეჯითებით არავინ უწყის იმ ქართველი მამების გეგმებისა და განწყობების შესა­ხებ, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ წმინდა და დიდი კრების მუშაობაში. გამო­რიცხული არაა გააგრძელონ თავიანთი ცნობილი ტაქტიკა, რომელსაც იყენებდნენ კრე­ბისწინა მოსამზადებელ პერიოდში, ანუ განაცხადონ: „არ ვაძლევთ ხმას, ვინაიდან აღნიშნული არ გამოხატავს ჩვენი ეკლესიის პოზიციას", რითაც ძირს გამო­უთხრიან კრებას, ვინაიდან მასზე გადაწყვეტილებების მიღება მართლმადი­დებ­ლობი­სათვის აქამდე უცხო წესით – კონსენსუსით მოხდება

კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს დიდი პროტოპრესვიტერი, გიორგი ცეცისი, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ზაფხულში დაგეგმილი დიდი და წმიდა კრების "ძირის გამოთხრის" მცდელობაში ადანაშაულებს. მამა გიორგი საეკლესიო ამბების სააგენტო „Amen.gr"-ში გამოქვეყნებულ წერილში წერს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების "ხისტი და სქოლასტიკური ქცევა გამაღიზიანებელი და ჩიხში შემყვანია". კუნძულ კრეტაზე 16-27 ივნისს დაგეგმილ დიდ და წმიდა კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსის გზით, შესაბამისად, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას (ისევე როგორც ყველა ეკლესია) აქვს ვეტოს უფლება, რისი მეშვეობითაც, პროტოპრესვიტერის განცხადებით, მას "მძევლად აჰყავს 13 ეკლესია და 300 მილიონ [მართლმადიდებელ] მორწმუნეზე მეტი".

კომენტარები