NDI-ის კვლევა

NDI: პარლამენტის საქმიანობა მოსწონს 8%-ს, არ მოსწონს 28%-ს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი(NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. რესპონდენტთა 25%-ს სასამართლოების საქმიანობა არ მოსწონს, 11%-ს მოსწონს. პარლამენტის მუშაობას უარყოფითად აფასებს 28%, დადებითად - 8%. ორივე შემთხვევაში გამოკითხულთა საშუალო დამოკიდებულება მათი საქმიანობის მიმართ მოწონებას ან დაწუნებას აჭარბებს.

გამოკითხულთა 54%-ს მოსწონს საქართველოს ჯარის საქმიანობა, 5%-ს არ მოსწონს, ხოლო 32%-ს საშუალო დამოკიდებულება აქვს.

იუსტიციის სახლების მუშაობა რესპონდენტთა 50%-ს მოსწონს, 6%-ს არ მოსწონს. საქართველოს პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს 37%, 43% საშუალოდ, ხოლო 15%- უარყოფითად.

ომბუდსმენის აპარატის საქმიანობა მოსწონს 17%-ს, არ მოსწონს 11%-ს. ცესკო-ს მუშაობას დადებითად აფასებს 14%, უარყოფითად - 17%. 

მთავარი პროკურატურის საქმიანობა მოსწონს 11%-ს, 17%-ს - არ მოსწონს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი - 14 მარტის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით, 3900 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

---

NDI არის არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს დემოკრატიის განმტკიცებისა და გავრცელებისთვის მსოფლიოში. NDI მუშაობს დემოკრატებთან მსოფლიოს ყველა რეგიონში, რათა გააძლიეროს პოლიტიკური და სამოქალაქო ორგანიზაციები, ხელი შეუწყოს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, მოქალაქეების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მთავრობის ანგარიშვალდებულებას.

კომენტარები