ქურდობა

სპრინგფილდის ხელოვნების მუზეუმიდან ენდი უორჰოლის ნამუშევრები მოიპარეს

Reuters

ამერიკაში, მისურის შტატში, სპრინგფილდის ხელოვნების მუზეუმიდან ენდი უორჰოლის 7 ნამუშევარი მოიპარეს. მათ შორის, ცნობილი Campbell's soup-ის პრინტი.

ნამუშევრები ჯერ კიდევ 7 აპრილს მოიპარეს, თუმცა ეს ინფორმაცია მედიისთვის ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ დაკარგული ნამუშევრების შესახებ ინფორმაციისთვის ფულადი ჯილდოს სახით 25 ათასი დოლარი დააწესა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, შვიდივე მოპარული ნამუშევარი ერთი სერიის ნაწილია, რომელშიც 10 ნამუშევარი შედის. კოლექციის ღირებულება კი 500 000 დოლარია.

კომენტარები