არჩევნები 2016

პრემიერი საარჩევნო თარიღზე: მთავრობის მხრიდან მოხდა გარკვეული უზუსტობა

მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან მოხდა გარკვეული უზუსტობა იურიდიულ დეტალებთან დაკავშირებით,  სრული ინფორმაცია არ იქნა მიწოდებული, ამიტომ, პრეზიდენტმა განცხადება, განკარგულება არჩევნების თარიღის დანიშვნასთან დაკავშირებით გამოგზავნა. ამაში არაფერი არანორმალური არ არის. ხედავთ, რომ ინსტიტუციებს შორის გვაქვს ნორმალური ურთიერთობა, რომელიც შეესაბამება დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს. ამიტომ, აქტი მოტივირებული შენიშვნებით უკან გადავგზავნეთ, რათა ქვეყანა არ ჩართულიყო ექვსთვიან საარჩევნო პროცესში და დაზოგილიყო გარკვეული თანხები... შემდეგ, სამწუხაროდ, პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ ის მომხრეა - მაისში დაიწყოს წინასაარჩევნო კამპანია. აქ იყო გარკვეული გაუგებრობა, მაგრამ არ მგონია, რომ ეს კონფრონტაციად უნდა შეფასდეს. მას შემდეგაც მქონდა პრეზიდენტთან კომუნიკაცია და ჩვენ გავაგრძელებთ ასეთ ფორმატში ურთიერთობას - ზედმეტი ემოციების გარეშე და ვნახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. კონსულტაციები გაგრძელდება. ერთმნიშვნელოვნად, ჩვენი მოწოდებაა, გავაუმჯობესოთ წინა სტანდარტი, 60 დღიანი სტანდარტი.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მედიასთან მიმდინარე შეხვედრაზე.

კომენტარები