NDI-ის კვლევა

პრემიერი: შესაძლოა, NDI-ის კონტრაქტორ კომპანიებს არ ჰყოფნით პროფესიონალიზმი

მე უნდა ვთქვა, რომ NDI არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, მას ძალიან პოზიტიური როლი აქვს საქართველოში პლურალიზმის დამკვიდრებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში. არაერთი პროგრამა, რომელიც დაასპონსორა NDI-მ, გახლდათ ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის მიმართულებით. რაც შეეხება კვლევას, მას ახორციელებს სხვადასხვა კონტრაქტორი კომპანიები, რომლებსაც შეიძლება, არ ჰქონდეთ იმ დონის პროფესიონალიზმი ან მოცულობა ამ კვლევის არ იყოს იმ დონის, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ზუსტად გამოხატოს საზოგადოების პრიორიტეტები. მე არ ვიტყოდი, რომ არ ვენდობი კვლევას, კვლევაში არის ძალიან  მნიშვნელოვანი კომპონენტები, რომელიც ჩემთვის ძალიან საინტერესოა, თუმცა არის გარკვეული მომენტები, როდესაც მე შესაძლოა, სხვა განცდები მქონდეს იგივე ქართული ოცნების მხარდამჭერთა პროცენტულ რაოდენობასთან და  სხვადასხვა საკითხებთან მიმართებით, რაც ეხება პიროვნებების რეიტინგებს. ამიტომ, ალბათ, ასე ერთი ხელის მოსმით არ ივარგებს ნეგატიური კომენტარის გაკეთება. შესაძლოა, რაღაცას ვენდობოდეთ, რაღაცას არ ვენდობოდეთ. ნებისმიერი კვლევა ალბათ, რაღაცა კუთხით საინტერესიოა და რაღაც მომენტები წინასაარჩევნო კამპანიაში გასათვალისწინებელია.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მედიასთან შეხვედრაზე, NDI-ის შესახებ.

კომენტარები