საქართველოს პრემიერმინისტრი

პრემიერი: ხალხს "9 წელზე" აქცენტი აღარ აინტერესებს, მომავალზე უნდა ვილაპარაკოთ

არაერთ ჩემს გამოსვლაში მითქვამს, რომ ეს იყო წარმატებების და წარუმატებლობის ცხრა წელი. იყო მიმართულებები, სადაც საქართველომ მიაღწია წარმატებებს და ეს ჩემი განცხადება არ არის მიმართული მხოლოდ ე.წ საგარეო მომხმარებლისთვის, რომ უფრო ტოლერანტულები გამოვჩნდეთ. არა, მე არაერთხელ მითქვამს, რომ იყო ამ ქვეყანაში რაღაცეები, რაც ჩვენს მოქალაქეებს მოსწონდათ, მათ შორის, მეც. მომწონდა საგადასახადო რეფორმა, მომწონდა საბაჟო სისტემის რეფორმა და არაერთი რაღაც. მაგრამ 2007 წლიდან ამ ქვეყანაში ცხოვრება გახდა კოშმარი, ესეც უნდა ვთქვათ. რაც მაშინ ხდებოდა, გარბოდნენ ადამიანები და მამებს, ცოლებს უპატიმრებდნენ, რომ ჩამოეყვანათ. სკაიპით აწერინებდნენ მინდობილებებს, ქონების გადაფორმებაზე. ეს არის ეს სინამდვილე, მაგრამ ამაზე კიდევ დიდი აქცენტის გაკეთება აღარ აინტერესებს ხალხს, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ მომავალზე.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მედიასთან შეხვედრაზე.

კომენტარები