დღეს, თბილისის შვიდ რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება გლდანის, ვაკის, კრწანისის, საბურთალოს, დიდუბის, სამგორის და ისნის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.  

გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, IVა, IVბ მიკრორაიონების, მუხიანის აგარაკების და გლდანი-მუხიანის გადასასვლელის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ბარნოვის, ძმები კაკაბაძეების, გურიის და ნინო ჟვანიას ქუჩებს. ხოლო 10:00-დან 17:00-მდე - წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორეს მოედნის, იეთიმ გურჯის, ავლევის, ვერცხლის, სულთნიშნის, აკოფიანის, ველისციხის, ჩახრუხაძის, ნიშნიანიძის, ნაკაშიძის, ბარათაშვილის და პუშკინის ქუჩებს.

საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ჩხეიძის, გაბაშვილის, პოლიტკოვსკაიას, სანდრო ეულის, ქავთარაძის და უნივერსიტეტის ქუჩების მცხოვრებლებს. ხოლო 10:00-დან 16:00 საათამდე - აღმაშენებლის ხეივნის, ვაშლიჯვრის დასახლების, სოფელ დიღმის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, გოძიაშვილის და სარაჯიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 10:00-დან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, IV კვარტლების, ბელიაშვილის და მიქელაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II მიკრორაიონების და ჯავახეთის ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში კი, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის, ბოროდინის, სართიჭალის, ფაღავას, ალიხანიანის, იზაშვილის და ხერხეულიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები