რეკლამა

ჰოერლე გუგენჰაიმი და მისი თანამედროვე არტი თბილისში

სილქ როუდ ჯგუფი

ფილიპ ჰოერლე გუგენჰაიმის თანამედროვე ხელოვნების გალერეის კოლექციის ნამუშევრები ნიუ-იორკიდან საქართველოში სილქ როუდ ჯგუფის ინიციატივით ჩამოიტანეს. 23 აპრილს გამოფენის პრეზენტაცია სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში" გაიმართა, რომელსაც კურატორი თავად დაესწრო. საკუთარი გალერეა წარმოშობით ფრანგმა გუგენჰაიმმა 2014 წელს დაარსა.

„ჩვენი მთავარი მისიაა, აღმოვაჩინოთ დამწყები მხატვრები და მათი ნამუშევარი უკვე კარგად ცნობილი მხატვრების გვერდით გამოვფინოთ. ასეთმა განსხვავებულმა ხედვამ, ჩვენს გალერეას წარმატება მოკლე დროში მიუტანა. " - ამბობს ჰოერლე-გუგენჰაიმი. მისი ამბიციური და მრავალფეროვანი გამოფენები ხაზს უსვამს ესთეტიკისა და კონცეპტუალურობის მნიშვნელობას. მისი გალერეა მასპინძლობს თანამედროვე ხელოვნების გავლენიან ფიგურებს.


ფოტო: სილქ როუდ ჯგუფი

თბილისში გამართულ გამოფენაზე წარმოდგენილია ისეთი მხატვრების და ფოტოგრაფების ნამუშევრები, როგორებიც არიან: მასიმო აგოსტინელი, ვილიამს კორმონა, ფრანც კლაინზეკი, კონორ მაქქრიდი, ნუნსიო პაცი, ჰუან მიგელ პალაციო, აბდულა ქანდილი, ნელსონ საიერსი, მაიქლ ტურჩინი, მაქს ვიდემენი და დომინგო ზაპატა, რომლის სახელიც საყოველთაოდ არის ცნობილი.

 დომინგო ზაპატა - ესპანელ-ამერიკელი ხელოვანის მხატვრული სტილი ნეო-ექსპრესიონიზმს უახლოვდება. ის ქმნის ფერწერულ ნამუშევრებს და ასევე ქანდაკებებს. მისი სახელი, იმითაც არის განთქმული, რომ ის მაიქლ ჯექსონის სიმღერების თანაავტორია. საქართველოში ზაპატას 5 ნამუშევარია წარმოდგენილი. გამოფენა-გაყიდვა სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში" ორი კვირა გაგრძელდება, შემდეგ კი, წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გადაინაცვლებს.

უახლოეს მომავალში თბილისში, ვარდების მოედანზე ჰოერლე-გუგენჰაიმის თანამედროვე ხელოვნების გალერეის გახსნა იგეგმება. ამ პროექტში ჰოერლე გუგენჰაიმის პარტნიორი კომპანია „სილქ როუდ ჯგუფია".

კომენტარები