რუსთავი 2-ის საქმე

რ2-ის საქმე - მოსამართლე გუჯაბიძის აცილებაზე შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა

რუსთავი 2

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ რუსთავი 2-ის ადვოკატების შუამდგომლობა მოსამართლე ნათია გუჯაბიძის აცილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. ადვოკატების მტკიცებით, გუჯაბიძე არასამთავრობო ორგანიზაცია "მოსამართლეთა ერთობის" დამფუძნებელია, რომელიც რუსთავი 2-ის საქმის განხილვისას თამაზ ურთმელიძის უფლებებს იცავდა.

თავის მხრივ, ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია ითხოვდა, არ დაეკმაყოფილებინა კოლეგიას აღნიშნული შუამდგომლობა.

ამის შემდგომ, რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მოსამართლე შორენა ყაველაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენა. მისი თქმით, ყაველაშვილს მის საქმეში აქვს მონაწილეობა მიღებული და შესაძლოა, ის მიკერძოებული იყოს.

შეგახსენებთ, რომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებას, რომლითაც მან რუსთავი 2-ის წილის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

კომენტარები