გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს რაჭის განყოფილების თანამშრომლებმა დათვის ბელი გადაარჩინეს, რომელიც ონის რაიონის სოფელ გლოლაში მდინარე ჭანჭახს მოჰქონდა. დათვის ბელს დაზიანებული აქვს უკანა მარცხენა კიდური. დეპარტამენტის ცნობით, ცხოველს ადგილზევე დაეხმარნენ. "ის გადმოყვანილია თბილისში და შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით, დროებით მიბარდა კომპეტენტურ პირს, რომელიც იზრუნებს მის მოვლა-პატრონობაზე", - წერს დეპარტამენტი.
tbl.ge/17h8
დაკოპირდა