პროკურატურა

შოთაძე: ამ ეტაპზე კუჭავას და ქირიას საქმეები არ გაერთიანდება

ორივე საქმეზე გამოძიება დასკვნით ეტაპზე არის და როგორც საზოგადოებას ვართ შეპირებული, როგორც კი ჩვენ დავასრულებთ გამოძიებას და მივცემთ დადგენილ გარემოებებს სამართლებრივ შეფასებას, ამის შესახებ, როგორც აქამდე ვაკეთებდით, საზოგადოებას მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას. ბიძინა კუჭავას და ქირიას საქმეები არ გაერთიანდება იმიტომ, რომ სხვადასხვა ეპიზოდებია. ერთ შემთხვევაში არის ჩვენი პროკურორის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება, მეორე შემთხვევაში არის ბიძინა კუჭავას დაკავების მომენტში თვითმკვლელობის ფაქტზე გამოძიება. შესაბამისად, ეს არის ორი დამოუკიდებელი გამოძიება და ამ ეტაპზე არ არსებობს იმის საფუძველი ან საჭიროება, რომ ეს საქმეები გაერთიანდეს

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე

კომენტარები