ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტს გამოეხმაურა. დეპარტამენტის პრესსპიკერის, მარკ ტონერის თქმით, ამერიკა მთიანი ყარაბაღის აღიარებას არ აპირებს.
"ამერიკა ისევე, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, არ აპირებს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებას", - აღნიშნა ტონერმა.
ამას გარდა, ტონერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა კონფლიქტის მხარეებს, მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ და კონფლიქტის დეესკალაციაზე იმუშაონ.