შავი ზღვის დაბინძურებისთვის პანამის დროშით მცურავი გემის კაპიტანი დააჯარიმეს

რუსთავი 2

შავი ზღვის დაბინძურებისთვის ფოთში პანამის დროშით მცურავი გემის კაპიტანი დააჯარიმეს. მას 65 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის, 3300 ლარის ანაზღაურება დაეკისრა. გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები უკვე დატოვა.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის პოლიციის თანამშრომლებთან ერთად შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. ფოთში, პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა შავი ზღვა დააბინძურა. გემის კაპიტანს დაეკისრა 65 ათას ლარიანი ჯარიმის გადახდა“ - აცხადებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ბესარიონ აბაშიძე.

კომენტარები